26 აპრილი 2024,   07:19
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებების ხმაურიანი განხილვა ბათუმში

დღეს საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტის საერთო სახალხო განხილვებში ჩაერთო. ამბროლაურისა და ჩოხატაურის შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის დღევანდელი შეხვედრა მძიმე იყო. ცვლილებებზე მსჯელობა მწვავე ფაზაში გადავიდა.

საარჩევნო სისტემაში ცვლილებებსა და პარტიების დაფინანსების თემაზე ცხარე კამათისა და სიტყვიერი დაპირისპირების გარდა, განხილვების დროს აქტუალური მათემატიკა იყო.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროპულ საქართველოსა და პატრიოტთა ალიანსს საკუთარი მათემატიკა აქვთ, რომელიც პრეზიდენტსაც მოსწონს.

შეხვედრაზე დისკუსიის საგანი პრეზიდენტის არჩევის წესიც იყო. სახალხო განხილვის მონაწილეებს მმართველი გუნდის მოტივაციის არ სჯერათ, რომ ხმოსნების მიერ არჩეული პირველი პირი ზეპარტიული იქნება.

გიორგი მარგველაშვილის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი უკომპრომისოდ არის მიღებული, საყოველთაო სახალხო განხილვების საშუალებით საზოგადოებას საშუალება ექნება საკუთარი ცვლილებები შეიტანოს.

კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კი მიიჩნევს, რომ ცვლილებები დემოკრატიულია და მმართველ გუნდს თითოეულ ჩანაწერზე მყარი არგუმენტები აქვს.

ამავე თემაზე
დღის ამბები