18 აპრილი 2024,   04:46
ვრცლად
ხანდოს ხეობაში აქციის 6 მონაწილე დააკავეს - შსს

ხანდოს ხეობაში პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევით აქციის 6 მონაწილე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. ადგილზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის სამშენებლო სამუშაოები ამ დროისთვის შეჩერებულია.

ხანდოს ხეობაში მიმდინარე აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტერიტორიიდან სპეცტექნიკის გაყვანის პროცესი დაიწყო. ერთერთმა მაღალჩინოსანმა სპეცტექნიკას გასვლის ნებართვა არ მისცა, რასაც მოყვა აგრესია მოსახლეობის მხრიდან. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციამ მოქალაქეს, რასაც მოყვა ფიზიკური დაპირისპირება პოლიციასა და მოქალაქეებს შორის.

დაძაბულობა რამდენიმე ლოკაციაზე იყო. ცენტრალური მაგისტრალი მოსახლეობამ ავტომობილების დახმარებით გადაკეტა. პარალელურად დაძაბული ვითარებაა ხანდოს ხეობაშიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელი კანონის ფარგლებში მოქმედებდა. ამ დროისთვის ისევე როგორც ცენტრალურ მაგისტრალზე, ასევე მიმდებარედ მობილიზებულია პოლიციის დამატებითი ძალები.

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები