24 იანვარი 2020,   00:21
ვრცლად
ისრაელში საქართველოს მოქალაქეების მზარდი მიგრაცია - კონსულტაციები ისრაელსა და საქართველოს შორის

საქართველოსა და ისრაელს შორის საკონსულო საკითხებზე კონსულტაციები გრძელდება. ამჯერად, განხილვის მთავარ თემას ისრაელში საქართველოს მოქალაქეების მზარდი არალეგალური მიგრაცია წარმოადგენდა.

შეხვედრაზე მიაღწიეს პრინციპულ შეთანხმებას, რომ თუ ისრაელის მხარე დაინახავს უახლოეს მომავალში საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც მიმართული იქნება ამ არალეგალური მიგრაციის კლებისკენ, ისრაელის მხარე თანახმაა, საქართველოსთან საუბარი დაიწყოს შრომითი მიგრაციის ხელშეკრულების გაფორმებაზე.

დღის ამბები