06 მაისი 2024,   11:34
ვრცლად
კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო განხილვა დღეს გორში გრძელდება

კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო განხილვა დღეს გორში გრძელდება. ეს უკვე მეექვსე ქალაქია, სადაც კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშრებით, საჯარო დისკუსია ეწყობა.

უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ განხილვებში მონაწილეობას ამჯერადაც გეგმავს გიორგი მარგველაშვილი.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია შიდა ქართლის მოსახლეობას მოუწოდებს, მივიდნენ გორის თეატრში, სადაც შეხვედრაა დაგეგმილი და პროცესში აქტიურად ჩაერთონ.

დღის ამბები