26 აპრილი 2024,   07:14
ვრცლად
ენერგეტიკის მინისტრი ხანდოს ხეობის ოთხი სოფლის მოსახლეობას ხვდება

ენერგეტიკის სამინისტროში კახი კალაძე ხანდოს ხეობის ოთხი სოფლის მოსახლეობას უკვე ერთი საათია, რაც ხვდება. ადგილობრივები ხეობაში მაღალი ძაბვის გადამცემი ელექტროხაზების მშენებლობას აპროტესტებენ. მინისტრი, ადგილობრივებს ამ საკითხთან დაკავშირებით პირველად ხვდება.

შეხვედრის დაწყებამდე მონაწილეების თქმით, სამინისტროში შეხვედრა პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვისაა საჭირო, თუმცა ენერგეტიკის მინისტრის გუშინდელი განცხადებების გამო, მათი აზრის გათვალისწინების იმედი არ აქვთ.

მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პროექტის გადატანას დიდი ხარჯები სჭირდება, ხელისუფლებამ საზოგადოების აზრის გათვალისწინებით, ესეც უნდა გააკეთოს. ისინი ალტერნატიული ტერიტორიების გამოყოფას მოითხოვენ, სადაც მაღალი გადამცემი ელექტროხაზების ბოძების მშენებლობა განხორციელდება.

ვიცე პრემიერთან შეხვედრას თვითმართველობის წევრებიც ესწრებიან. შეხვედრის დაწყებამდე მათ განმარტეს, რომ საჭიროა ადგილობრივების უსაფრთხოების დაცვა და მხარეთა პოზიციების გაზიარება. 

დღის ამბები