26 აპრილი 2024,   05:06
ვრცლად
ვაშინგტონში თურქეთის საელჩოსთან მომხდარ ჩხუბს ერდოღანი შეესწრო

ვაშინგტონში თურქეთის საელჩოსთან მომხდარ ჩხუბს რეჯეპ ტაიპ ერდოღანი პირადად შეესწრო. დღეს ახალი ვიდეომასალა გავრცელდა. კადრებში ჩანს თურქეთის ლიდერი, რომელიც ლიმუზინიდან გადმოდის და უყურებს, როგორ სცემენ დემონსტრანტებს თურქეთის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები.

ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც თეთრი სახლიდან ერდოღანი საელჩოში დაბრუნდა. ჩხუბის შედეგად 9 დემონსტრანტი დაშავდა, 30-მდე კი დააკავეს.

მომხდარის გამო ჯონ მაკკეინმა თურქეთის ელჩის ქვეყნიდან გაძევება მოითხოვა. სახელმწიფო დეპარტამენტმა კი თურქი დიპლომატი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა.


დღის ამბები