26 აპრილი 2024,   04:59
ვრცლად
საქართველოს პრემიერმინისტრი იორდანიის მეფე აბდულა მეორეს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფეს აბდულა მეორეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

მათ იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება იორდანიის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ, თანამშრომლობას შეუწყობს ხელს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე პროცესებს და მათ გავლენას გლობალურ უსაფრთხოებაზე.

გიორგი კვირიკაშვილმა იორდანიის მეფეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პრემიერმინისტრსა და თავდაცვის მინისტრს, ჰანი მულკის შეხვდა. საუბრისას, ყურადღება დაეთმო სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ეკონომიკური მიმართულებით ორმხრივი კავშირების გაფართოების პოტენციალს. გიორგი კვირიკაშვილმა იორდანიელ კოლეგას საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმა გააცნო.

დღის ამბები