26 აპრილი 2024,   06:39
ვრცლად
ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოში - თავმჯდომარემ სხდომა დატოვა

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომა დატოვა. ნატო შეროზია დარბაზიდან რამდენიმე წუთის წინ, მას შემდეგ გავიდა, რაც თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით ხმაურიანი განხილვა დაძაბულ კამათში გადაიზარდა.

საკრებულოს თავმჯდომარემ გამოსვლისას ოპოზიცურ პარტიებს სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინა და ნაციონალურ მოძრაობას დარბაზიდან გაძევებითაც დაემუქრა.

თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, რომ სხდომა ნახევარსაათიანი შესვენების შემდეგ განახლდება. 

შეგახსენებთ, რომ სხდომის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე გახდა ცნობილი, რომ მოსახლეობასაც შეეძლო დღევანდელ განხილვაზე დასწრება. ამის გამო შეკრება 14:00 საათის ნაცვლად 15:00 საათზე დაიწყო.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით 14 თვითმმართველი ქალაქის ნაცვლად გაერთიანების შედეგად 7 ქალაქი იქნება. სამინისტროს წინადადების განხილვა პარლამეტში ივნისში დაიწყება. საბოლოო ვარიანტს კი კენჭს საგაზაფხულო სესიის ბოლოს უყრიან.

დღის ამბები