26 აპრილი 2024,   06:24
ვრცლად
ქუმსიშვილი-მედვედევის ფოტო - განსხვავებული შეფასებები მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმზე გადაღებული ფოტოს გამო, საქართველოს ვიცეპრემიერს დღეს კრიტიკის საგანი გახდა. ფოტოზე დიმიტრი ქუმსიშვილი რუსეთის მთავრობის მეთაურის გვერდით დგას. სწორედ ეს ფაქტი გახდა თბილისში მწვავე შეფასებების მიზეზი.

დიმიტრი ქუმსიშვილს დიმიტრი მედვედევის გვერდით დგომა სამახსოვრო ფოტოს გადაღებისას არ გაუპროტესტებია. დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკაზე თავის გამოსვლაში ისაუბრა, ამ სკანდალში კი მხოლოდ პროტოკოლის გამო აღმოჩნდა.

ბისეკის ფორუმის დასკვნითი ფოტოსესიის დროს ორგანიზატორებმა სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენელები ერთმანეთის საგანგებოდ დააშორეს. ამ პირობებში რამდენად ეთიკური იყო დიმიტრი ქუმსიშვილისა და დიმიტრი მედვედევის ერთად დგომა დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, ამის შესახებ პასუხი არ აქვს პრემიერის მრჩეველს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში.

დიმიტრი ქუმსიშვილის სკანდალურ ფოტოს მწვავე კრიტიკა მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან. შავი ზღვის ფორუმზე პეტრო პოროშენკოსაც ელოდნენ, თუმცა, თურქეთში უკრაინის პრეზიდენტი არ ჩავიდა. ბისეკის სამიტში მონაწილეობა უნდა მიეღო გიორგი მარგველაშვილსაც. თუმცა საქართველოს პირველმა პირმა სტამბულში ჩასვლა გადაიფიქრა. ამიტომ საქართველოს დელეგაციას სტამბულში ვიცეპრეზიდენტი ხელმძღვანელობდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები