26 აპრილი 2024,   05:23
ვრცლად
ესტონეთმა ქვეყნიდან რუსეთის 2 დიპლომატი გააძევა

ესტონეთმა ქვეყნიდან რუსეთის 2 დიპლომატი გააძევა. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის გენერალურ კონსულს, დიმიტრი კაზენოვს და კონსულს, ანდრეი სურგაევს, ნოტა გადასცა, რომლის მიხედვითაც მათ ესტონეთი უნდა დატოვონ.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი და დასავლური მედია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, სანდრა კამილოვას, ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მედიის ინფორმაციით, საგარეო უწყების პრესმდივანმა რუსეთის დიპლომატების გაძევების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, მაგრამ კომენტარი არ გაუკეთებია.

მომხდარზე კომენტარს არც რუსეთის საელჩოში აკეთებენ. უცნობია, რა დროში უნდა დატოვონ დიპლომატებმა ქვეყანა.

მედია მათი გაძევების გადაწყვეტილების მიზეზებზე წერს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები, ჩვეულებრივ, დაკავშირებულია ჯაშუშობასთან.

დღის ამბები