02 მაისი 2024,   02:04
ვრცლად
დაკავება თაღლითობისთვის - დაკავებულია 1 პირი

შსს-მ  დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული დ.ჯ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა, ხოლო 1961 წელს დაბადებული ფ.მ. - ამხილა. 

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვმია, რომ ისინი მანქანების საიდენტიფიკაციო კოდებს ცვლიდნენ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ჯ.-მ, ფ.მ.-ს დახმარებით, ექსპლუატაციისათვის უვარგისი, დაშლილი MERCEDES BENZ S550-ის მოდელის ავტომანქანის საიდენტიფიკაციო კოდი სხვა, ექსპლუატაციისთვის ვარგის ავტომანქანაზე მიამაგრა და მისი გამოყენებით  ლიბერთი ბანკის ერთ-ერთი ავტოლომბარდიდან 25 ათასი ლარის ოდენობით სესხი მიიღო, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა," - ნათქვამია განცხადებაში. 

გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს.

 

დღის ამბები