17 მაისი 2024,   09:50
ვრცლად
"ენმ"-ის განცხადება, გადადგეს მინისტრი ან სუს-ის უფროსი, არ არის სწორი ფორმულირება - ბესელია

მმართველი გუნდი საპარლამენტო ოპოზიციის მიერ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმის გამო შს მინისტრისა და უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნას ეხმაურება. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს, რომ უმრავლესობა გამოძიების შედეგებს ელოდება.

ბესელიას განცხადებით, ოპოზიციის მოთხოვნა მხოლოდ სურვილია და მას არ აქვს სამართლებრივი საფუძველი.

„ჯერ გამოძიების პირველად მონაცემებს ველოდებით, რომ სწრაფად გავიგოთ გამოძიების ინფორმაციით, რა მოხდა და ვისი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. მაგრამ, პირველივე განცხადება ნაციონალური მოძრაობის, რომ გადადგეს რომელიმე მინისტრი ან უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ეს მათი სურვილია და ეს არ არის სამართლებრივი და პოლიტიკური თვალსაზრისით სწორი ფორმულირება,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ოპოზიციის მოთხოვნას, ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელების გადადგომასთან დაკავშირებით, უადგილოს უწოდებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვანო ზარდიაშვილი.

„ჩვენ გვყავს ძალიან პროფესიონალი, მაღალი დონის სამართალდამცავი უწყებები. შესაბამისად, მათ უნდა თქვან საბოლოო სიტყვა და მერე უნდა მოხდეს ამ სიტუაციის რაიმე ფორმით შეფასება,“ - განაცხადა ზარდიაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები