02 მაისი 2024,   06:38
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები - საკოორდინაციო საბჭო ხელისუფლებას კონსულტაციების დაწყებისკენ მოუწოდებს

კვალიფიციურ სუბიექტთა საკოორდინაციო საბჭო ხელისუფლებას მიმართავს. 9 პოლიტიკური პარტიის ლიდერები მოუწოდებენ ხელისუფლებას საკონსტიტუციო ცვლილებებზე პოლიტიკურ პარტიებთან ერთად მსჯელობა დაიწყოს.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ თუ მმართველი გუნდი მართლაც აპირებს ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებას და საკონსტიტუციო ცვლილებების ამ ფორმით მიღებას, აუცილებელია არსებობდეს პოლიტიკური კონსესუსი.

ოპოზიცია მზად არის კონსულტაციებისთვის და ამის შესახებ წერილს ვენეციის კომისიასაც უგზავნიან.

„ვთავაზობთ ხელისუფლებას, რომ მოხდეს პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრა საერთო საჯარო განხილვის ფორმატში ან მის გარეშე. ნებისმიერი ფორმით , რა ფორმითაც უნდა ხელისუფლებას. ღია, დახურული, სამუშაო და ა.შ. და ყველამ ერთად შევეცადოთ, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები იყოს შეთანხმების საგანი და არა რომელიღაც პარტიის ნება-სურვილის დემონსტრირება. იმიტომ, რომ ამას არ მოგვიწონებს არავინ,“ - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

დღის ამბები