02 მაისი 2024,   05:25
ვრცლად
ევროსასამართლოში წარსადგენი მოსამართლეობის 3 კანდიდატის ვინაობა ცნობილია

ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეობის 3 კანდიდატის ვინაობა ცნობილია. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მიიღეს.

საქართველოს მთავრობამ მხარი ლადო ჭანტურიას, შოთა გეწაძესა და სოფიო ჯაფარიძეს დაუჭირა. 

ლადო ჭანტურია ამჟამად გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია, რომელმაც სპეციალური სამთავრობო კომისიისგან, შესარჩევ კონკურსში უმაღლესი ქულა მიიღო.

5 კანდიდატს შორის, შეფასების მიხედვით, მეორე ადგილზე პრემიერმინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფიო ჯაფარიძე გავიდა.

რაც შეეხება შოთა გეწაძეს, ის ამჟამად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია, რომელმაც კომისიის წევრებისგან 3.69  ქულა მიიღო. 

 

დღის ამბები