02 მაისი 2024,   04:25
ვრცლად
ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საერთო სახალხო განხილვებს ნეგატიურად აფასებს

ოპოზიცია, საკონსტიტუციო ცვლილებებთან და საერთო სახალხო განხილვებთან დაკავშირებით საუბრობს. პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის რომან გოცირიძის თქმით, ქართულმა ოცნებამ ხალხს დაურიგა შეკითხვები და პასუხები გადაიტანა დოკუმენტში.

“ეს ემსახურებოდა მმართველი გუნდის ბნელი იდეების შემოთავაზებას ხალხის მასებიდან და ამით შემდეგ თავის მართლებას, რომ ხალხს უნდა ეს და არა მათ. რეალურად მათ მიაჩნიათ რომ ხალხი არის ჭური, ჩასძახეს, დაურიგეს შეკითხვები და ამოძახილი გადაიტანეს დოკუმენტში. ამას ყველა ხედავს  ეს არის ხელისუფლების სახე“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრის სერგი კაპანაძის თქმით, დადგმულ კითხვებშიც გამოჩნდა, რომ საზოგადოებას კითხვები გააჩნიათ იმ წინადადებებთან დაკავშირებით რომელსაც თავაზობს ქართული ოცნება.

“ეს იყო ორგანიზებული შეხვედრები, არანაირი საყოველთაო განხილვა ეს არ ყოფილა, ეს იყო პრაქტიკულად ქართული ოცნების აქტივთან შეხვედრები. იყო ბევრი დადგმული კითხვებიც, მაგრამ ამ დადგმულ კითხვებშიც გამოჩნდა, რომ კითხვები გააჩნიათ იმ წინადადებებთან დაკავშირებით რომელსაც თავაზობს ქართული ოცნება, ამიტომ ეს არ არის სახალხო განხილვა. სახალხო განხილვა და პოზიციის გაგება თუ უნდა ქართულ ოცნებას მან უნდა გააკეთო ის, რასაც ჩვენ ევროპული საქართველო ვთხოვთ, ჩაატაროს პლებისციტი და მართლა კითხოს ხალხს მნიშვნელოვან თემებზე რას ფიქრობს“ - განაცხადა კაპანაძემ.

დღის ამბები