02 მაისი 2024,   05:04
ვრცლად
აფგან მუხთარლის შესაძლო გატაცების საქმეში გარეული მაღალჩინოსნები - ოპოზიცია სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, შესაძლო გატაცების ფაქტზე დღეს სკანდალური განცხადება მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრმა, გივი თარგამაძემ, გააკეთა. მისი ინფორმაციით, ჟურნალისტის გატაცების საქმეში საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის, დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და მისი მოადგილე არიან გარეულები. ის ასევე აღნიშნავს, რომ სპეცოპერაცია ქართულმა სპეცდანიშნულების რაზმმა ჩაატარა და ამ ოპერაციის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ინფორმირებული იყო.

თავად პრემიერ-მინისტრი საქმეზე აზერბაიჯანული მხარის გამოძიებას ელოდება და აცხადებს, რომ გარკვეული ადამიანების მხრიდან სპეკულაციებს აქვს ადგილი.

რაც შეეხება ვიცე-პერმიერს, ალექსანდრე ჯეჯელავა აფგან მუხთარლის საქმეს ნელ-ნელა ეცნობა, გუშინ ის აცხადებდა, რომ ის ჟურნალისტი საერთოდ არ იყო, თუმცა დღეს აღნიშნა, რომ გუშინ გადაუმოწმებელი ინფორმაცია ჰქონდა.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კი ფიქრობს, რომ აუცილებელია იმის გამოძიება, ვინ აიძულა აფგან მუხთარლის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადასვლა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ფიქრობენ, რომ ჟურნალისტის შესაძლო გატაცება საქართველოს სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის, ნაციონალურ მოძრაობაში კი საქმესთან დაკავშირებული კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ქონების წარმომავლობას იძიებდა, 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები