02 მაისი 2024,   03:41
ვრცლად
ვინ გახდება ევროსასამართლოს მოსამართლე? - არასამთავრობოები და ოპოზიცია კანდიდატთა სიის კვლავ უკან დაბრუნებას არ გამორიცხავენ

საქართველო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეობის 3 კანდიდატის სიას უახლოეს დღეებში გაუგზავნის. კანდიდატებზე საბოლოო გადაწყვეტილება ხელისუფლებამ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მიიღო.

რამდენიმეთვიანი შესარჩევი კონკურსის შემდეგ, მთავრობამ არჩევანი გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩზე, ვლადიმერ ჭანტურიაზე, პრემიერ-მინისტრის თანაშემწეზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფიო ჯაფარიძეზე და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრზე, შოთა გეწაძეზე შეაჩერა.

არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობის მიერ შერჩეულ სამეულს იწუნებენ და არ გამორიცხავენ, რომ ევროსასამართლოს მოსამართლე ამჯერადაც ვერავინ გახდეს.

საპარლამენტო ოპოზიციაში იმედს გამოთქვამენ, რომ ევროპული მხარე საქართველოს არჩევანს ამჯერადაც არ დაუწუნებს, თუმცა თვლიან, რომ ამის რისკი არსებობს.

კანდიდატები გასაუბრებას სტრასბურგში სავარაუდოდ ამ თვეში გაივლიან. სამიდან ერთის შერჩევის პროცედურები კი საბოლოოდ, შემოდგომაზე დასრულდება და ევროპარლამენტი გადაწყვეტილებას მიიღებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები