18 მაისი 2024,   11:32
ვრცლად
შემიძლია, დავადასტურო, რომ გუშინ იყო ამ საკითხზე საუბარი - კობახიძე თბილისის მერობის კანდიდატზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, არც ადასტურებს და არც უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ  ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი ვიცეპრემიერი, კახა კალაძე, იქნება.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ განაცხადა, საკითხზე საუბარი გუშინ გამართულ უმრავლესობის შეხვედრაზე შედგა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ გადაწყვეტილებას კანდიდატთან დაკავშირებით პოლიტსაბჭო მიიღებს.

„პოლიტსაბჭო იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატების დასახელებასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც შედგება პარტია ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს შეხვედრა, შესაბამისი სხდომა და მიიღება გადაწყვეტილება, ჩვენ შეგვეძლება, ვისაუბროთ უკვე კანდიდატის დადგენასთან დაკავშირებით. მე შემიძლია, დავადასტურო, რომ გუშინ იყო ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი და შესაბამისად, ჩვენ ერთადერთი უნდა დაველოდოთ პოლიტსაბჭოს სხდომას, სადაც მიიღება გადაწყვეტილება კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით. ეს მოხდება უახლოეს მომავალში და დაველოდოთ,“ - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ვიცესპიკერ გია ვოლსკის განცხადებით, კახა კალაძე უალტერნატივო კანდიდატია.  

დღის ამბები