18 მაისი 2024,   16:14
ვრცლად
პრეზიდენტის ჩართულობით განხორციელდა დესტრუქციული ქმედებები საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ - ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს დესტრუქციულ ქმედებებში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს. განცხადება ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა.

კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტის ჩართულობით საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ დესტრუქციული ქმედებები განხორციელდა.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, რჩება კითხვის ნიშნები, აქვს თუ არა აზრი კომპრომისს პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით.

„დესტრუქცია არის ის, რაც შედიოდა კონკრეტული სუბიექტების გეგმებში. გარკვეული დესტრუქციული გეგმები შედგა და დაიწყო მათი განხორციელება. ეს დაიგეგმა და განხორციელდა, სამწუხაროდ, პრეზიდენტის უშუალო  ჩართულობით. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეების უშუალო ჩართულობით, რაც არის ძალიან შემაშფოთებელი და სამწუხარო. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც  პრეზიდენტს ამ სისტემაში აკისრია ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია კონსტიტუციასთან მიმართებით და ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ასეთ პირობებში გეგმავს დესტრუქციულ ქმედებებს საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ. ეს გეგმა შედგა, ეს გეგმა, სამწუხაროდ, განხორციელდა,  არა წარმატებულად, მაგრამ მაინც განხორციელდა. შესაბამისად, ბუნებრივია, ლოგიკურია კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად აქვს ჯერ კიდევ აზრი კომპრომისს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები