18 მაისი 2024,   12:13
ვრცლად
აფგან მუხთარლის საქმე - ქართველი ჟურნალისტები იანოშ ჰერმანს შეხვდნენ

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმეზე ქართველი ჟურნალისტები ევროკავშირის ელჩს საქართველოში შეხვდნენ. იანოშ ჰერმანს, მათი თქმით, საქმის ირგვლივ არსებულ საეჭვო ვითარებებზე ესაუბრნენ. ჟურნალისტები ხვალ ამერიკის ელჩს საქართველოში, იან კელის, შეხვდებიან.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, ადვოკატი და მეუღლე ცოტა ხანში პოლიციაში მივლენ. ისინი ოჯახისთვის შეთავაზებული უსაფრთხოების საკითხებს გაარკვევენ.

დღესვე მთავარი პროკურატურისთვის საქმის გადაცემის მოთხოვნით საგამოძიებო უწყებას ოჯახის ადვოკატი განცხადებით მიმართავს.

არასამთავრობო ორგანიზაციებიც ითხოვენ, რომ გამოძიება პროკურატურამ აწარმოოს.

„შესაძლო სტრუქტურები, რომელთაც შეიძლება, გამოიძიება შეეხოს, ეს შეიძლება, იყოს საზღვრის დაცვის სამსახური, სპეციალური დანიშნულების სამსახური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები, უმრავლესობა მათგანი თავს იყრის შსს-ში და ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვიდან გამომდინარე, აუცილებლია, გამოძიება აწარმოოს პროკურატურამ,“ - განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის კოორდინატორმა, სულხან სალაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები