18 მაისი 2024,   09:12
ვრცლად
მატყუარა და უზნეო - მოსამართლე დავით მამისეიშვილი მამუკა ახვლედიანის ბრალდებებს პასუხობს 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მამისეიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის, მიერ გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს. 

საქმე ეხება მამუკა ახვლედიანის მიერ პოსტკრიპტუმისთვის მიცემულ სკანდალურ ინტერვიუს, სადაც ახვლედიანი ამბობს, რომ ქობულეთში დამწვარი სასტუმროს მეპატრონე, ზაზა ართმელიძე, მისი ნათესავი იყო და მას მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მტკიცებულებების გარეშე ზეწოლის განხორციელების მიზნით, პატიმრობა შეუფარდა.  

მოსამართლე დავით მამისეიშვილი მამუკა ახვლედიანს "მატყუარას" და "უზნეოს" უწოდებს. მამისეიშვილი ამბობს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ზაზა ართმელიძის თვითმკვლელობას და ოჯახის უბედურებას საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს.

მოსამართლის განცხადებით, მამუკა ახვლედიანმა მას საქმის მსვლელობისას თავად დაურეკა და სთხოვა, ზაზა ართმელიძისთვის არასაპატიმრო ღონისძიება შეეფარდებინა.

"თავად დამირეკა და არასაპატიმრო მთხოვა მის ნათესავზე და საქმის სიმძიმიდან გამომდინარე, მე ობიექტური გადაწყვეტილება მივიღე," - აცხადებს მამისეიშვილი

 

2015 წელს ქობულეთის სასტუმროში მომხდარი ხანძრის მიზეზი, რომელმაც 3 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა, გამოძიებული ამ დრომდე არ არის, თუმცა, ამას კიდევ ერთი ტრაგედია დაემატა. სასტუმროს მეპატრონემ, ზაზა ართმელიძემ, რომელიც მომხდარის გამო 5 თვე ციხეში იჯდა, თავი მოიკლა. ართმელიძემ წერილშიც განმარტა, რომ დამნაშავე არ იყო და მას ბავშვების გადარჩენის საშუალება არ მისცეს.

საქმესთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებზე საუბრობს თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე. მამუკა ახვლედიანი, ყვება, რომ ზაზა ართმელიძე მისი ნათესავი იყო და მასზე ზემოქმედების მიზნით, 2015 წელს მტკიცებულებების გარეშე დააკავეს.

სასტუმროს მეპატრონის დაკავების შემდეგ, ოჯახს ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, დავით მამისეიშვილმა, პირდაპირ განუმარტა, თუ რა სურდა მათგან.

 

„პირდაპირ გვითხრა, გააჩერეთ ახვლედიანი, ეს იყო მისი ტექსტი, ოჯახის წევრებს პირდაპირ მიანიშნებდა, რომ მათი მეშვეობით მოეხდინათ ჩემზე ზეგავლენა, რომ გავჩერებულიყავი, რათა იმ ოჯახს პრობლემები არ შექმნოდა,“ - აცხადებს მამუკა ახვლედიანი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები