18 მაისი 2024,   13:44
ვრცლად
თვითმმართველობის რეფორმა - პარლამენტის თავმჯდომარე და ინფრასტუქტურის მინისტრი არასამთავრობოებს შეხვდნენ

თვითმმართველობის რეფორმაზე პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და ინფრასტუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე, არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ. თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით მესამე სექტორის წარმომადგენლებს გეგმები და საკუთარი არგუმენტები გააცნეს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ჩამოყალიბდეს დეცენტრალიზაციის სტრატეგიული გეგმა.

„რეფორმა უნდა იყოს ორიენტირებული არა ადმინისტრაციულ დაყოფაზე, ეს ვერ იქნება რეფორმის თვითმიზანი, რეფორმა ორიენტირებული უნდა იყოს მეტად დეცენტრალიზაციაზე. "დეცენტრალიზაცია" ტერმინი ნიშნავს მეტი უფლებამოსილებისა და რესურსის გადატანას ადგილობრივ დონეზე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მმართველი გუნდის არგუმენტები მიუღებელია არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების შეფასებით, შეხვედრაზე ვერ მიიღეს პასუხები, თუ რატომ უნდა გაუქმდეს თვითმმართველი ქალაქების სტატუსი.  

„თვითმმართველი ქალაქების სტატუსის გაუქმება აუცილებლად აისახება ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხზე და ეს ძალზედ მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ეს არამხოლოდ ჩვენი შეფასება, ვფიქრობ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეფასება იქნება სწორედ ასეთი,“ - განაცხადა სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA) აღმასრულებელი დირექტორმა, ზვიად დევდარიანმა.

 

 

 

 

დღის ამბები