17 მაისი 2024,   15:02
ვრცლად
მიხარია რომ ქალბატონ გიგაურს არ მოსწონს სასამართლო სისტემა, რადგან მისთვის მოსამართლის კუმირი მამუკა ახვლედიანია - ვანო ზარდიაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვანო ზარდიაშვილი, დღეს არასამთავრობო სექტორის მხრიდან მიმ მიმართ გამოთქმულ იმ ბრალდებებს ეხმაურება, სადაც მასსა და მოსამართლეებს შორის კავშირზეა საუბარი.

ზარდიაშვილი სასამართლო სისტემაში ჩარევას უარყოფს და აცხადებს, რომ სამოქალაქო სექტორის განცხადებები მხოლოდ ცილისწამებაა.

ზარდიაშვილის თქმით, მას უხარია, რომ ეკა გიგაურს სასამართლო სისტემა არ მოსწონს, რადგან როგორც მმართველი გუნდის დეპუტატი ამბობს,  გიგაურისთვის მოსამართლის „კუმირი“ მამუკა ახვლედიანია.

„ეს არის მიზანმიმართული ცილისწამება არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. მე მზად ვარ ნებისმიერ ღია ფორმატში, ნებისმიერ ტელესივრცეში მათთან ერთად დავჯდე და ნებისმიერ კითხვას გავცე პასუხი, თუ მათ რამე რეალური მტკიცებულება ან რეალური გარემოება აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი კავშირი რამენაირად დასტურდება სასამართლო სისტემასთან.

"გულწრფელად რომ  გითხრათ მე მართლა მიხარია, რომ ქალბატონ ეკა გიგაურს არ მოსწონს სასამართლო სისტემა იმ ვითარებაში, როდესაც იგი აღმერთებს და კუმირია მისთვის მამუკა ახვლედიანი, როგორც მოსამართლე,“-განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

არასამთავრობო სექტორის ბრალდებებს გამოეხმაურა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეც. ეკა ბესელია განცხადებებს კლანურ მმართველობაზე "არარეალურს" უწოდებს.

„დღეს არის სრულიად სხვა რეალობა და ამიტომ ვერ დავადასტურებ ასეთ რაღაცა კლანურ ჯგუფს პარლამენტიდან. როგორც გითხარით პროცესს, რომელიც გულისხმობს სასამართლო რეფორმის მხარდაჭერას, ვხელმძღვანელობ პარლამენტში იურიდიული კომიტეტის სახით და ეს არის ძალიან ღია პროცესი,“-აცხადებს ეკა ბესელია.

ამავე თემაზე
დღის ამბები