02 მაისი 2024,   21:37
ვრცლად
ექსპერტებს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე შენიშვნები აქვთ

თავდაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე რამდენიმე შენიშვნა აქვთ. მათი პრეტენზიები ძირითადად უშიშროების საბჭოს გაუქმებას ეხება.

„მე არ ვიზიარებ, რომ დღეს არსებული უშიშროების საბჭო უნდა გაუქმდეს, მაგრამ იმას კი არ აქვს ფუნდამენტური მნიშვნელობა ხალხისა და ქვეყნისთვის სად იქნება ეს ორგანო. ფუნქციებს აქვს მნიშვნელობა, თუ სად იქნება ის მაკოორდინირებელი ორგანო, ფუნქციები იმ ორგანოსი, რომელიც უსაფრთხოების საკითხებზე უნდა ზრუნავდეს,“- განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორმა, პაატა გაფრინდაშვილმა.

ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციაში სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ ჩანაწერი უნდა არსებობდეს, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებით, არ არის გათვალისწინებული. ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა და საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილმა სარდალმა, ამირან სალუქვაძემ, ისაუბრა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები