02 მაისი 2024,   21:04
ვრცლად
ნატო-ს შტაბბინასთან ალიანსის ახლი წევრის, მონტენეგროს სახელმწიფო დროშა აღმართეს

ნატო-ს შტაბბინასთან დღეს ალიანსის ახლი წევრის, მონტენეგროს, სახელმწიფო დროშა აღმართეს. ქვეყანა ნატოს 29-ე წევრი ოფიციალურად ორი დღის წინ გახდა. ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, მონტენეგრო ნატო-ს თანაბარუფლებიანი წევრი ხდება.

„ნატო დემოკრატიული ქვეყნების ალიანსია, რომლებსაც აერთიანებთ ერთი მიზანი - ერთმანეთის გვერდით დგომა და ერთმანეთის დაცვა. მონტენეგრო ხდება ნატო-ს თანაბარუფლებიანი წევრი, მას აქვს თავისი კუთვნილი ადგილი ჩვენს მაგიდასთან და თანაბარუფლებიანი ხმა ალიანსის მომავლის ფორმირების პროცესში. მონტენეგროს მიღება ნატოში კარგია ამ ქვეყნისთვისაც, ჩვენი ალიანსისთვისაც, დასავლეთ ბალკანეთის უსაფრთხოებისთვის და მშვიდობისთვის საერთაშორისო მასშტაბით,“- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მონტენეგროს პრეზიდენტმა, ფილიპ ვუიანოვიჩმა, აღნიშნა, რომ ნატო-ში გაწევრიანება დიდი წარმატებაა.

„დიდი დღეა მონტენეგროსთვის. ჩვენი ქვეყანა ნატო-სთან ერთად ზეიმობს ჩვენი სტრატეგიული მიზნის მიღწევას. ეს არის უდიდესი წარმატება და ისტორიული მოვლენა. მონტენეგროს გაწევრიანებით ჩვენი მომავალი იქნება სტაბილური, უსაფრთხო და წარმატებული. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებებს უმნიშვნელოვანეს საკითხებზე უძლიერეს და ყველაზე ორგანიზებულ ალიანსთან ერთად,“- განაცხადა ფილიპ ვუიანოვიჩმა.

 

დღის ამბები