02 მაისი 2024,   20:58
ვრცლად
„გამოძიება მე დამხვდა თითქმის იგივე ნიშნულზე," - გივი თარგამაძე

მოძრაობა თავისუფლებისთვის ევროპულის საქართველოს წევრმა გივი თარგამაძემ პროკურატურა ცოტა ხნის წინ დატოვა. მისი თქმით, გამოძიებისგან მას დამატებითი ინფორმაცია არ მიუღია, მასზე განხორციელებული ტერაქტის შესახებ. ხოლო თავად თარგამაძემ, პროკურატურის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა კიდევ ერთ პირზე, რომელიც აფეთქებაში მონაწილეობდა და რომელმაც მისი ინფორმაციით, ქვეყანა უკვე დატოვა.

„გამოძიება მე დამხვდა თითქმის იგივე ნიშნულზე, რაც წინა შეხვედრისას, ოდნავ მეტი იყო გაკეთებული, ასე ვთქვათ მეორე მონაწილე პირის მიმართულებით, თუმცა მათ აქამდეც ვერ ჩათვალეს საკმარისად მისთვის ბრალის წარსადგენად. მე მივაწოდე დამატებითი მასალები და მაქვს იმედი, მათ შორის მათთან გასაუბრების შემდეგაც, რომ ეს იქნება საკმარისი მეორე პირის ბრალის წარსადგენად,“ - განაცხადა გივი თარგამაძემ.

დღის ამბები