18 მაისი 2024,   21:45
ვრცლად
ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს - მინისტრები აუდიტის სამსახურის დასკვნას ეხმაურებიან

აუდიტის სამსახურის დასკვნას, სადაც შსს-ს, ჯანდაცვის სამინისტროს, სასჯელაღსრულების და ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესის გვერდის ავლით პრემია-დანამატების გაცემაზეა საუბარი, უკვე გამოეხმაურნენ დასახელებული სამინისტროების ხელმძღვანელები.

განმარტებები გააკეთეს სპორტისა და ჯანდაცვის მინისტრებმა.

დავით სერგეენკოს მტკიცებით, სამინისტროში პრემიების გაცემა დადგენილი წესით ხდება. მინისტრის თქმით, უწყების მიერ არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია.

სარკულად იგივე არის, რაც შარშან იყო. არაფერი ამ მხრივ არ შეცვლილა, რაც იყო. ვერც იქნებოდა ვერანაირად, იგივე არის ზუსტად, რაც შარშან,“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

პრემია-დანამატების კანონდარღვევით გაცემას უარყოფს სპორტის მინისტრიც.

„ჩვენ სამინისტროში შევძელით და მაქსიმალური ოპტიმიზაცია მოვახდინეთ, როგორც საკადრო მიმართულებით, ასევე პრემიების კუთხით და მე მგონია, რომ  თვითონ მთავრობის მიმართაც და კონკრეტულად ჩვენი სამინისტროს მიმართ ნაკლები  შენიშვნებია და ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს,“ - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები