18 ნოემბერი 2024,   20:22
ვრცლად
პრემია-დანამატების მანკიერი პრაქტიკა საჯარო დაწესებულებაში - აუდიტის დასკვნა

პრემია-დანამატები და მანკიერი პრაქტიკა საჯარო დაწესებულებაში. აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული სპეციალური დასკვნით ირკვევა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემია-დანამატებისთვის გაცემული თანხა ყოველწლიურად იზრდება.

დასკვნაში საუბარია კონკრეტულ უწყებებზეც. ამ საკითხებზე კომენტარი გენერლაურმა აუდიტორმა კურიერთან ცოტა ხნის წინ გააკეთა.

მთავრობამ ჯერ კიდევ 2014 წელს მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც უნდა დარეგულირებულიყო პრემიების გაცემის წესი. ლაშა თორდია ამბობს, რომ კონკრეტულ სამინისტროებში პრემია-დანამატები სწორედ ამ წესის დარღვევით გაიცემა. 

ასეთ უწყებებად დასახელებულია შსს, ჯანდაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულების და ფინანსთა სამინისტროები. როგორც დასკვნაშია მითითებული, ამ სამინისტროების მხრიდან ხდებოდა დადგენილი ლიმიტების გვერდის ავლით პრემიების გაცემა და ამის ფონზე ყოველწლიურად იზრდება პრემია-დანამატების თანხის რაოდენობა. 

„ცალკეულ სამინისტროში არის გადაცდომები პრემიის გაცემასთან დაკავშირებით, არის მინისტრების თანხმობით დამატებით იმ რეგულაციისა გაცემული პრემიები, რაზეც ჩვენ ჩვენს დასკვნაში მივუთითებთ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებითაც ყურადღებით იყვნენ სამინისტროები, ვინაიდან ის დებულება ადგენს იმ რიგითობას, რაოდენობას, პრემიების გაცემის წესს. ჩვენ ვთვლით, რომ არ უნდა იყოს ხშირი შემთხვევები ამ დებულების დარღვევისა,“ - განაცხადა ლაშა თორდიამ.

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, უწყების მხრიდან რეკომენდაცია პრემიების და დანამატების გაცემის დამატებითი რეგულაციების შემოღებასთან დაკავშირებით, ყოველწლიურად გაიცემა.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ დანამატი არის ასევე ბონუსური სისტემის წარმომადგენელი, ბონუსური სისტემის ნაწილი და დანამატი უნდა გაიცემოდეს საჯარო მოხელეებზე განსაკუთრებულ შემთხვევებში მაშინ, როდესაც ისინი ასრულებენ ზეგანაკვეთურ საქმიანობას, სადღესასწაულო დღეებში მუშაობენ და ასე შემდეგ. როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ დანამატი წინასწარ არის დანიშნული წლის მანძილზე საჯარო მოხელეებისათვის, ჩვენი აზრით ეს არის თანამდებობრივი სარგო და ამის კლასიფიცირება უნდა მოხდეს თანამდებობრივი სარგოს შესაბამის მუხლში,“ - აცხადებს თორდია.

დღის ამბები