18 მაისი 2024,   17:38
ვრცლად
ღირსებისა და პატივის შელახვა - ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ სარჩელს დეკანოზ მამალაძის ადვოკატები დღეს შეიტანენ

დღეიდან ე.წ. ციანდის საქმის არსებითი განხილვა იწყება. მხარეები შესავალი სიტყვით წარდგებიან. პროცესს სახალხო დამცველიც დაესწრება.

დღესვე ბრალდებული დეკანოზის ადვოკატები, საპატრიარქოს იურისტის წინააღმდეგ, მამა გიორგის პატივისა და ღირსების შელახვისათვის საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანენ.

საქალაქო სასამართლოში სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული.

დღევანდელი პროცესი შუამდგომლობით დაიწყება. ადვოკატებს უკვე მესამედ ექნებათ შუამდგომლობა, რომ სასამართლო სხდომა საჯარო იყოს და მას დაესწროს ნებისმიერი მსურველი, მათ შორის მედიის წარმომადგენლები.

ადვოკატების მთავარი არგუმენტი შუამდგომლობის დაყენებისას ქვეყნის მთავარი პროკურორის ის განცხადება იქნება, სადაც ირაკლი შოთაძემ თქვა, რომ ე.წ. ციანიდის საქმეში არ დევს არავითარი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები თუ ინფორმაცია.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის, თქმით, დღევანდელ სხდომას საქართველოს სახალხო დამცველიც დაესწრება.

„უჩა ნანუაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ის  დაესწრება ე.წ. დახურულ სასამართლო სხდომას.  გარკვეული სახის შუამდგომლობები გვექნება, რომლის საფუძველზეც მოვითხოვთ, რომ სასამართლო პროცესი იყოს საჯარო,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

დღესვე მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ საჩივარს შეიტანენ. უფლებადამცველები დეკანოზის  ღირსებისა პატივის შელახვისთვის, ქარჩავასგან გავრცელებული ცნობების საჯარო უარყოფას და 50 ათას ლარს ითხოვენ.

დღის ამბები