18 მაისი 2024,   20:16
ვრცლად
საინვესტიციო დავები უნდა განიხილებოდეს მიუკერძოებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო ინვესტორებს დაკარგავს - ბრიჯით ბრინქი

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს მიეძღვნა კონფერენცია, რომელიც ჰერითიჯისა და მარშალის ფონდების ორგანიზებით ჩატარდა.

მთავარი გამომსვლელი კონგრესმენი ტედ პო იყო, რომელიც წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფს ხელმძღვანელობს.

კონფერენციის ეკონომიკურ ნაწილში მონაწილეობდა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ბრიჯით ბრინქი. მან სიტყვით გამოსვლისას, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა გლობალურ უსაფრთხოებაში შეტანილ საქართველოს წვლილს, ქვეყნის რეფორმებს, თუმცა ასევე ისაუბრა საქართველოს გამოწვევებზე, მათ შორის თავისუფალი სასამართლოს აუცილებლობაზე.

"ჩვენ ვიცით, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტურობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოსაზიდად და შესანარჩუნებლად, ეკონომიკური ზრდისა და სტაბილურობისთვის. კერძო სექტორი უნდა ენდობოდეს ბიზნესგარიგებებს და პოტენციური საინვესტიციო დავები სასამართლოების მიერ უნდა განიხილებოდეს მიუკერძოებლად და ეფექტურად. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო ინვესტორების დაკარგვის წინაშე დგება," - განაცხადა ბრიჯით ბრინქმა

დისკუსიაში მონაწილეობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელძე.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი კონფერენციაზე საქართველოს უსაფრთხოება და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაცია იყო. საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი მიზანი - ალიანსში გაწევრიანების აუცილებლობა. 

"ჩვენ გვჯერა, რომ ევროატლანტიკური უსაფრთხოება სარგებელს ნახავს იმით, რომ საქართველო ჰყავდეს ახლოს და ამ ორგანიზაციის წევრად. ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ნატოში გაწევრიანებისთვის. ეს არის მიმართულება, რომლისკენაც მივდივართ შეერთებული შტატების დახმარებით და დღეს საკმაოდ წარმატებული ვართ ყველა იმ პრაქტიკული ნაბიჯის და მექანიზმის განხორციელებაში, რამაც ნატოში უნდა გაგვაწევრიანოს," - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. 

დღის ამბები