18 მაისი 2024,   13:08
ვრცლად
ვენეციის კომისია საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ ჩანაწერს არ ეთანხმება - დასკვნის ახალი დეტალები 

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის პირველადი დასკვნიდან კურიერისთვის კიდევ ერთი ნაწილი ხდება ცნობილი, რომელიც სასამართლო სისტემას ეხება. ვენეციის კომისია ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო ჩანაწერს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებებს ზღუდავს.

კონკრეტულად საუბარია იმ ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო წლის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს შეეზღუდება საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა.

საპარლამენტო უმცირესობა ეთანხმება ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, რომ ეს ჩანაწერი კონსტიტუციაში არ უნდა არსებობდეს.

„შემოთავაზება ქართული ოცნების მხრიდან, რომ საარჩევნო წლის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს აეკრძალოს საარჩევნო კანონმდებლობის არაკონსტიტუციურად ცნობა და, ფაქტობრივად, ეს არის წინასწარი გაცხადება, რომ შესაძლებელია, არჩევნები ჩატარდეს კონსტიტუციური პრინციპების, კონსტიტუციური წყობილების დარღვევის გზით და, რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და ამაზე თავის ცალსახა ნეგატიური დამოკიდებულება დააფიქსირა ვენეციის კომისიამ,“ - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, ირაკლი აბესაძემ.

ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების შეზღუდვა საარჩევნო პროცესზე ნეგატიურად აისახება.

„შეზღუდვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არ შეეძლოს გადაწყვეტილების გამოტანა წლის განმავლობაში და 60 დღით ადრე კანონქვემდებარე აქტებთან მიმართებაში, ასუსტებს მის საკონსტიტუციო კონტროლის უფლებამოსილებას და ასუსტებს თავად საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას,“ - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

დღის ამბები