18 მაისი 2024,   19:44
ვრცლად
დაკავება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის - დაკავებულია 2 პირი

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის 2 პირი დააკავეს.  

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვმია, რომ დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები  - 1975 წელს დაბადებული ილია მ. და 1970 წელს დაბადებული მამუკა ბ. არიან.  ისინი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ვალეს გამშვებ პუნქტზე ცდილობდნენ.  

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ," - ნათქვამია განცხადებაში. 

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

 

დღის ამბები