18 მაისი 2024,   21:59
ვრცლად
მოკრივე ავთანდილ ხურციძეს ნიუ-იორკის სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ნიუ-იორკის სასამართლომ დაკავებულ მოკრივე ავთანდილ ხურციძეს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატის, ნაზო გაფრინდაშვილის, განცხადებით, კიდევ ერთ დაკავებულზე სასამართლო გადაწყვეტილებას ორშაბათს მიიღებს და იმედოვნებს, რომ ლევან მაყაშვილს გაათავისუფლებენ.

ავთანდილ ხურციძის წინასწარ პატიმრობაში დატოვების ინფორმაცია დაკავებულის Facebook-ის პირად გვერდზე გავრცელდა. 

 „გვეგონა, რომ დღეს გაათავისუფლებდნენ, მაგრამ სხვა მოსამართლე იყო და გადაწყვეტეს, რომ წინასწარი 6-კვირიანი პატიმრობა მიუსაჯონ. ზოგადად დაასახელეს აზარტული თამაშები, ნარკოტიკები, იყო იარაღი,“ - განაცხადა ნაზო გაფრინდაშვილი.

ავთანდილ ხურციძის ოჯახის წევრები მთავრობას დახმარებას სთხოვენ.

ამერიკელმა სამართალდამცველებმა, საერთო ჯამში, 15-მდე ქართველს ბრალი მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღით ვაჭრობის, ნარკოდანაშაულის, რეკეტიორობის, კორუფციის, თაღლითობის, კონტრაბანდისა და არალეგალური თამაშებისთვის წაუყენეს. თითოეულს რამდენიმე მძიმე ბრალი აქვს, რომელთაგან ზოგი 20, 40 წლიან ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები