18 მაისი 2024,   16:29
ვრცლად
მმართველი პარტია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კუთხით ახალ ინიციატივას დაარეგისტრირებს

მმართველი პარტია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კუთხით საკუთარ ახალ ინიციატივას ორ დღეში დაარეგისტრირებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დღეს არ მალავდნენ, რომ მას შემდეგ, რაც პრემიერისა და ვიცე პრემიერის მიერ გაკეთდა განცხადებები ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, პარლამენტში პროცესები კიდევ უფრო დაჩქარდა. თუმცა, ქართულ ოცნებაში ასევე მიუთითებენ, რომ საკანონმდებლო ორგანო ამ საკითხზე აქტიურად მუშაობდა.

„მივესალმებით პრემიერმინისტრის განცხადებას ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით. ამაზე მუშობა პარლამენტში უკვეა დაწყებულია. ჩვენ ვემხრობით ნარკოპოლიტიკას, რომელმაც უნდა დაიცვას მომავალი თაობა ნარკოტიკების ზიანისგან, ნარკოდამოკიდებულებისგან პრევენციის გზით, რომელიც ითვალისწინებს ასევე მომხმარებლების ინტერესებს და მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომობას ზიანის შემცირების, რეაბილიტაციის სერვისებზე, ითვალისწინებს მომხმარებლის ინტერესებს და ასევე, რომელიც არანაირ კომპრომისს არ უშვებს ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობასთან და ორგანიზებულ ნარკოდანაშულთან“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ამბობს, რომ ჰუმანური ნარკოპოლიტიკა არ ნიშნავს პოპულარიზაიცას, ლეგალიზაციას, ტოლერანტულ დამოკიდებულებას ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით, არამედ ეს ნიშნავს, რომ ნარკოდამოკიდებული ადამიანი ციხეში არ უნდა იჯდეს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები