19 მაისი 2024,   17:12
ვრცლად
მორატორიუმი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გასხვისების საკითხზე - მსჯელობა პარლამენტში გაიმართება

უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გასხვისების საკითხის დროებით შეჩერებაზე იმსჯელებენ კანონმდებლები დღეს პარლამენტში. ერთთვიანი მორატორიუმის გამოცხადების ინიციატორი, საპარლამენტო უმრავლესობაა. მათი შეფასებით, ვიდრე საკონსტიტუციო ცვლილებებს არ მიიღებენ და არ გადაწყდება მიწების გასხვისების საკითხი, ეს პროცესი უნდა შეჩერდეს.

„არ შეიძლება ამ კანონპროექტის ფაციფუცით და სიჩქარით მიღება და ამ პერიოდში რომ რაიმე არ მოხდეს ისეთი, რაც ზოგიერთ პირს გაუჩენს რაღაც ეჭვებს და რაღაც გარიგებები მოხდება ამასთან დაკავშირებით ან ყიდვის ისეთი ფორმები, რომელსაც ახლა მისაღები კანონი ვერ აიტანს და არ შეესაბამება, გადავწყვიტეთ, რომ მორატორიუმი მივიღოთ დაჩქარებული წესით,“ - განმარტა გია ვოლსკიმ.

მორატორიუმის გამოცხადებას და ზოგადად, უცხოელებზე მიწების გასხვისების აკრძალვას არ იზიარებს ოპოზიცია.

„არავინ არ აპირებს რომ მასიურად ქართული მიწა იყიდოს, არავინ არ აპირებს რომ ზურგზე მოიკიდოს და წაიღოს. ეს საფრთხე არის უბრალოდ ყურით მოთრეული. ჯამში არის 1%-ზე ნაკლები ქართული მიწა გაყიდული უცხოელებზე და ისინი, ვისაც ნაყიდი აქვს, შემოსულები არიან ინვესტიციებით,“ - ამბობს ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე.

ინიციატივას ხელისუფლების პოპულიზმს უწოდებს ნაციონალური მოძრაობა. რომან გოცირიძე ამბობს, რომ მაშინ, როდესაც მიწის გაყიდვის აკრძალვა კონსტიტუციაში იწერება, მორატორიუმის გამოცხადებას აზრი არ აქვს.

დღის ამბები