17 მაისი 2024,   09:50
ვრცლად
პოლიციელებმა ვერ გახსნეს როსტომაშვილის ცემის ფაქტი და დააკავეს უდანაშაულო ადამიანი - მსახიობზე თავდასხმაში ბრალდებულის ადვოკატი

მსახიობსა და პოლიციის პოლკოვნიკ დავით როსტომაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული ზურაბ ქუთელია აღკვეთის ღონისძიებას დღეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. მისი ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, ქუთელია წინასწარ პატიმრობაში უსაფუძვლოდ იმყოფება. დაცვის მხარის მტკიცებით, სამართალდმაცველებმა უდანაშაულო ქუთელია მას შემდეგ დააკავეს, რაც როსტომაშვილი ცემის ფაქტი ვერ გახსნეს და დაკავებული ბექა კირვალიძე წინასაწრი დაკავების იზოლატორიდან გაექცათ.

„სამართალდამცველებმა ვერ გახსნეს როსტომაშვილის ცემის ფაქტი და სამწუხაროდ, ვიღაც უნდა დაეკავებინათ და ამ შემთხვევაში დააკავეს უდანაშაულო ადამიანი. სასამართლოს გადაწყვეტილებას ვასაჩივრებთ დღეს. მიგვაჩნია, რომ სასამართლომ უკანონოდ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც აღკვეთის ღონისძიების სახით ზურაბ ქუთელიას შეუფარდა პატიმრობა, ვინაიდან არ არსებობდა არც ფორმალური და არც ფაქტობრივი საფუძვლები, რომ ყველაზე მაქსიმალური ზომა გამოეყენებინა აღკვეთის ღონისძიების სახით. მითუმეტეს, რომ დაცვის მხარე ალტერნატივის სახით სთავაზობდა გირაოს 20 ათასი ლარის ოდენობით,“ - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები