26 აპრილი 2024,   15:04
ვრცლად
საკარნავალო ტახტის შექმნის მომხრე, პირადად მე, არ გახლავართ, მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა პატრიარქისადმი - ნიკა რურუა

"ნაციონალურ მოძრაობაში", კათოლიკოს-პატრიარქის მიერ შემოთავაზებულ იდეას, საკონსტიტუციო მონარქიის დამყარების თაობაზე, დიდი პატივისცემის მიუხედავად, არ ეთანხმებიან.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, ნიკა რურუას აზრით, მონარქია მართვის მოძველებული სისტემაა.

„მონარქია ზოგადად მოძველებული მართვის სისტემაა, ამდენად, ამ აზრს მე, დიდი პატივისცემით, ვერ დავეთანხმები. მონარქია არის ერთი ოჯახის, რომელიც იჩემებს მირონცხებულობას, ღვთისგან მიღებულ უფლებას, რომ მართოს ერი, ამ ერთი ოჯახის მმართველობა, მაშინ როდესაც დემოკრატია არის ხალხის მიერ არჩეული ადამიანების დროებითი მმართველობა. მონარქიის და ასეთი საკარნავალო ტახტის შექმნის მომხრე, პირადად მე, არ გახლავართ, მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ამ აზრის ავტორისადმი,“ - განაცხადა ნიკა რურუამ.

დღის ამბები