17 მაისი 2024,   11:53
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში მსახიობ "ბახალას" პროცესი გაიმართება 

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის, მეტ სახელად "ბახალას" სასამართლო პროცესი გაიმართება დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. გიორგანაშვილს გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა - შენახვას ედავება.

თავად მსახიობი ბრალს არ აღიარებს და საპროცესო გარიგებაზე უარს აცხადებს.  

დაცვის მხარე ამბობს, რომ გიორგი გიორგანაშვილს ნარკოტიკები დაკავებისას ჩაუდეს.

დღეს პირველად დაესწრება სასამართლო სხდომას ახალი ადვოკატი, რომელიც საქმის მასალების გაცნობის მიზნით, პროცესის გადადების შუამდგომლობით წარდგება.

„დავაყენებთ შუამდგომლობას პროცესის გადადების მოთხოვნით, ვინაიდან საფუძვლიანად გავეცნო საქმეს. ძალიან დაბალი სტანდარტით ხელმძღვანელობს სასამართლო ამგვარი საქმეების განხილვისას და ასევე ის ფაქტი, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს დანაშაულს, შესაბამისად, ის არ აღიარებს ამ ნარკოტიკული საშუალების თან ქონას. ეს მიუთითებს იმაზე, რომ სავარაუდოდ, პოლიციის თანამშრომლებმა მას ჩაუდეს აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება,“-განაცხადა ადვოკატმა გიორგი მახარაძემ.

საქალაქო სასამართლოსთან სასამართლო პროცესის პარალელურად, მსახიობის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

დღის ამბები