12 მაისი 2024,   14:07
ვრცლად
„აფგან მუხთარლის აზერბაიჯანის ციხეში პატიმრობა საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას" - არჩილ ჩოფიკაშვილი

გამოიყენებს თუ არა ევროპული სასამართლო აფგან მუხთარლისთვის პატიმრობის შეჩერების მექანიზმს და დაავალებულებს თუ არა ის ბაქოს, გაათავისუფლოს ჟურნალისტი, აფგან მუხთარლის დაცვის მხარე სტრასბურგის სასამართლოდან ამ კითხვებზე პასუხის მოლოდინშია.

ადვოკატის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აზერბაიჯანულ მხარეს გამოძიების დეტალების დასადგენად და დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაგებად წერილობით უკვე მიმართა. გადაწყვეტილებას სასამართლო ბაქოდან მიღებულ პასუხებზე გათვალისწინებით მიიღებს.

„აფგან მუხთარლის აზერბაიჯანის ციხეში პატიმრობა საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, რის გამოც ჩვენ მივმართეთ ევროპის სასამართლოს,“ - აცხადებს მუხთარლის ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი.  

პარალელურად, აფგან მუხთარლის დაცვის მხარე სტრასბურგის სასამართლოში აზერბაიჯანისა და საქართველოს წინააღმდეგ სარჩელის შესატანად ემზადება.

აფგან მუხთარლის აზერბაიჯანის ციხეში პატიმრობა საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, რის გამოც ჩვენ მივმართეთ ევროპის სასამართლოს. 

დღის ამბები