14 მაისი 2024,   12:38
ვრცლად
შერეული საარჩევნო სისტემა - ოპოზიცია მმართველ გუნდს კონსტიტუციისა საკუთარ თავზე მორგებაში ადანაშაულებს

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას, შერეული საარჩევნო სისტემის დატოვებასთან დაკავშირებით, ოპოზიცია აკრიტიკებს. საპარლამენტო ოპოზიცია მმართველ გუნდს კონსტიტუციისა და საარჩევნო სისტემის საკუთარ თავზე მორგებაში ადანაშაულებს.

"ნაციონალური მოძრაობა" მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნების მიზეზად, „ქართულ ოცნებაში“ არსებულ შიდა დაპირისპირებას ასახელებს.

„ახლა მიმდინარეობს გარკვეული შიდა დაპირისპირებები გარკვეულ შიდა ჯგუფებს შორის როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებაში“. ჩვენი ამოცანაა, რომ ამოვიდეთ საქართველოს მოსახლეობის ინტერესებიდან და მათი უფლებები, მათ შორის უფლება, პირდაპირ აირჩიონ საქართველოს პრეზიდენტი, რასაც 90% ემხრობა საქართველოს მოსახლეობისა,“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარდაჭერას არ აპირებს არც „ევროპული საქართველო“.

„რა თქმა უნდა, არ დავუჭერთ მხარს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, საუკეთესო ევროპული გამოცდილების გაზიარებით. ამას ვთავაზობდით მთელი ამ ხნის განმავლობაში. ახლა ტოვებენ ამავე სისტემას და ცვლიან 2024 წლისთვის. საერთოდ არარელევანტურია დღევანდელ დისკუსიაში 7 და 8 წლის შემდეგ როგორი იქნება საარჩევნო სისტემა. ამით აჩვენეს, რომ მათ არ აინტერესებთ არავის აზრი,“ - აცხადებს სერგი კაპანაძე.

დღის ამბები