12 მაისი 2024,   23:48
ვრცლად
ე.წ. მოსმენების კანონი - საკონსტიტუციო სასამართლომ 326 მოქალაქის სარჩელი უნდა განიხილოს

დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს 326 მოქალაქის სარჩელი უნდა განიხილოს. სარჩელი ფარული მოსმენების შესახებ კანონს და კონსტიტუციასთან შეუსაბამო მუხლების გასაჩივრებას ეხება.საქართველოს პრეზიდენტი კი საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესში მეგობრის სტატუსით ჩართვის მოთხოვნით მიმართვას. 

ამ წუთებში განმწესრიგებელი სხდომა მიმდინარეობს. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით არ არის ერთიანი პოზიცია პლენუმის წევრებს შორის. 4 მოსამართლეს განსხვავებული პოზიცია აქვს დაფიქსირებული სარჩელის პლენუმის გადაცემასთან დაკავშირებით. მათი აზრით, საკითხზე, რომელზეც უკვე ნამსჯელი აქვს სასამართლოს, აღარ უნდა მოხდეს მასზე ხელახალი განხილვის დაწყება.

არასამთავრობო სექტორისთვის გაუგებარია, რატომ მოხდა ფარული მიყურადების მარეგულირებელი ნორმების შესახებ სარჩელების საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისთვის გადაცემა, რადგან გასაჩივრებული ნორმების ძირითადი შინაარსი არ შეცვლილა.

სახალხო დამცველის წარმომადგენელიც მიიჩნევს, რომ პრობლემურია, რომ სახელმწიფო კონტროლს სააგენტოზე კვლავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახორციელებს. 

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ფარული მოსმენების კანონის სადავო მუხლები, იმავე შინაარსის ნორმებს შეიცავს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით. მოსარჩელეები ამ ნორმების არსებითად განხილვის გარეშე, განმწესრიგებელ სხდომაზე ძალადაკარგულად ცნობას მოითხოვენ.

ინიციატორი იმისა, რომ პირველი კოლეგიიდან საქმე გადასცემოდა პლენუმს, არიან მოსამართლეები მერაბ ტურავა და ლალი ფაფიაშვილი. მერაბ ტურავამ კომენტარის გაკეთება არ ისურვა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები