12 მაისი 2024,   17:18
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის სხდომაზე "რუსთავი 2" გააკრიტიკეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეუვეო საბჭოს სხდომის მსვლელობისას „რუსთავი 2“ გააკრიტიკეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ირინა ფუტკარაძე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს „რადიო თავისუფლების“ გადაცემების დახურვის საკითხთან დაკავშირებით არასწორ ინტერპრეტაციაში ადანაშაულებს.

„რუსთავის" ინტერპრეტაციაზე ვიძახი მე, რომ არ დაასრულა "რუსთავი 2"-მა ამ ტყუილების ტირაჟირება,“ - განაცხადა ირინა ფუტკარაძემ.

სხდომის დასასრულს ბორდის წევრმა აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“ რადიო თავისუფლების“ გადაცემების დახურვის საკითხს ისე წარმოაჩენს, თითქოს, საბჭოში ამ გადაცემების დახურვას ცოტა ადამიანი ეწინააღმდეგებოდეს.

ბორდის სხდომის დღის წესრიგში გადაცემების დახურვის თემა არ იყო განსახილველი საკითხი.

ირინა ფუტკარაძემ ბორდის სხდომის დასრულების შემდეგ ისევ გააკეთა კომენტარი და კვლავ დაადანაშაულა „რუსთავი 2“.

„ჩვენი კარი ყოველთვის და ინფორმაციის დონეზე ღიაა ყველა ტელეკომპანიისთვის, მათ შორის, "რუსთავი 2"-სთვის და ნუ აკეთებს ასეთი ცრუ ინფორმაციების ტირაჟირებას,“ - აცხადებს ირინა ფუტკარაძე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ქეთევან მსხილაძე „რადიო თავისუფლების“ გადაცემების აუცილებლობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათი ფორმატი საზოგადოებრივი მაუწყებლის არსს შეესაბამება.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, გრიგოლ გოგელია, გადაცემების დახურვაში პოლიტიკურ მოტივს ვერ ხედავს.

„სტრატეგია იყო შემდეგი: ერთიანი პოლიტიკური ზოლი, განსხვავებული ფორმატები, ახალი სახეები, ამ სტრატეგიის ფარგლებში შეიქმნა 5 სხვადასხვა პროექტი,“ - განაცხადა გრიგოლ გოგელიამ. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები ქვეყნის ტელეკომპანიის ეთერში გაშვებული პოლიტიკურ მოწყობასთან დაკავშირებული სარეკლამო რგოლზე შეფასებისგან თავს იკავებენ. ამ სარეკლამო რგოლის გამო რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ მარეგულირებელ კომისიაში უჩივლა მაუწყებელს. ბორდის წევრები აცხადებენ, რომ წინასწარი კომენტარისგან თავს იკავებენ და დაელოდებიან ამ საკითხზე გადაწყვეტილებას.

 

დღის ამბები