26 აპრილი 2024,   15:04
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები - კანონმდებლები დღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე იმსჯელებენ

რამდენიმე წუთში საკანონმდებლო ორგანო კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების განხილვას დაიწყებს. დღევანდელ სესიაზე ცვლილებების იმ ნაწილის განხილვა მოხდება, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილებებს და მის ფუნქციონირებას ეხება.

ცვლილებები აჭარის მთავრობის მეთაურისთვის უფლების მინიჭებას ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც მას შეუძლია დამოუკიდებლად, ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება ეკონომიკურ სფეროში ახალი მიმართულებების შექმნის შესახებ.

თუმცა, გადაწყვეტილება შესაბამისობაში უნდა იყოს ცენტრალურ კანონსა და თვითმმართველობის კოდექსთან.

საპარლამენტო უმრავლესობა ვარაუდობს, რომ პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე განხილვის შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კენჭისყრა დღის მეორე ნახევარში გაიმართება.

ამის შემდეგ უკვე ჩატარდება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, შემდეგ კი კანონმდებლები ცვლილებებზე მუხლობრივად იმსჯელებენ.  

დღის ამბები