19 მაისი 2024,   17:12
ვრცლად
"ბრალდებას, რასაც მიყენებენ, თითიდან გამოწოვილია, კლანური მმართველობა არ არსებობს"- მიხეილ ჩინჩალაძე

არაოფიციალური ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მომავალი წევრი შესაძლოა, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე გახდეს. ჩინჩალაძე, რომელიც მოსამართლეთა კონფერენციას ესწრება, ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

მიხეილ ჩინჩალაძე მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს, მათ შორის, ე.წ. კლანურ მმართველობასა და საეჭვო გადაწყვეტილებებზე, დაუსაბუთებელს უწოდებს.

„სკამს არ გამოვეკიდები, უბრალოდ, ასეთ დაუსაბუთებელ ბრალდებებსა და აბსურდის თეატრში მე მონაწილეობას არ მივიღებ. ბრალდებას, რასაც მიყენებენ, არის თითიდან გამოწოვილი. კლანური მმართველობა არ არსებობს. ყველა უწყებაში შეიძლება იყოს თანამშრომლების ნაწილი, რომლებიც მოდიან წლების განმავლობაში და ეს არის კორპორაციული ერთობა, რომელიც რაღაც საკითხებში შეიძლება არ იყოს ერთიანი,“ - განაცხადა მიხეილ ჩინჩალაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები