26 აპრილი 2024,   04:49
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტი ერთადერთი იყო ხელისუფლების წარმომადგენლებიდან, ვინც მომხდარს გატაცება უწოდა - მუხთარლის მეუღლე

აფგან მუხთარლის მეუღლეს დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს. ლეილა მუსტაფაევას პრეზიდენტის სასახლეში ადვოკატთან ერთად, 3 საათისთვის ელოდებიან. აუდიენცია გატაცებული ჟურნალისტის მეუღლის ინიციატივით დაიგეგმა.

ლეილა მუსტაფაევა აპირებს, მისი და აფგანის სახელით, გიორგი მარგველაშვილს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადოს. შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტი და სტუმრები განიხილავენ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საქმეში საქართველოს როლს და გამოძიების მიმდინარეობის დეტალებს, რომლითაც მუხთრლის ოჯახი უკმაყოფილოა.

"შესაძლოა, საქართველოს პოლიტიკური სისტემა განსხვავდება აზრბაიჯანულისგან, შესაძლოა აქ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს უფრო მეტი ძალაუფლება აქვთ, მიუხედავად ამისა, საქართველოს პრეზიდენტი იქცეოდა ისე, როგორც ნამდვილ პრეზიდენტს შეეფერება. ის ერთადერთი იყო ხელისუფლების წარმომადგენლებიდან, ვინც მომხდარს გატაცება უწოდა. შეხვედრაზე ვისაუბრებთ აფგან მუხთარლის საქმეში საქართველოს როლის შესახებ. ასევე, გამოძიების მიმდინარეობაზე, რადგან ვთვლით, რომ ის არ არის დამაკმაყოფილებელი. ჩვენ ყველა ამ საკითხზე ვისაუბრებთ. შესაძლოა საქართველოს პრეზიდენტს რაიმე სახის შემოთავაზება ჰქონდეს," - განმარტა ლეილა მუსტაფაევამ. 

 

დღის ამბები