26 აპრილი 2024,   07:10
ვრცლად
იოსებ ოსორაულის საქმე - კონგოში საქართველოს ელჩი ქვეყნის საგარეო უწყებისა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს შეხვდა

კონგოში გაუჩინარებული ქართველ მფრინავის საქმესთან დაკავშირებით, კონგოში საქართველოს ელჩი ქვეყნის საგარეო უწყებისა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს, ასევე გაეროს სტაბილიზაციის მისიისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელობას შეხვდა.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განმარტებით, გრძელდება ყველა შესაძლო ძალისხმევა იოსებ ოსორაულთან დაკავშირებული ინფორმაციის მოსაპოვებლად, თუმცა მხარეთა მცდელობას ართულებს კონგოში, მათ შორის, ჩრდილოეთ კივუს რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული მძიმე ვითარება.

როგორც ოჯახმა "კურიერთან" საუბრისას განაცხადა, კონგოში გამართული ამ ბოლო შეხვედრის შესახებ, მათთვის ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.

 

დღის ამბები