17 მაისი 2024,   10:07
ვრცლად
ოპოზიცია კონსტიტუციის პროექტში ცვლილებებისთვის იბრძვის - „ოცნებაში“ ალტერნატიულ გეგმებს ელოდებიან

კონსტიტუციის პროექტში ცვლილებების შეტანისთვის საბრძოლველად თითქმის ყველა არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციური პარტია გაერთიანდა. ოპოზიციის წევრებმა საერთო მოთხოვნები „ქართულ ოცნებას“ დღეს წაუყენეს, რომლებიც პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებას, ბონუსების გადანაწილებას, ბლოკების შექმნისა და ბარიერის დაწევის საკითხებს ეხება.

დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო“ მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებების ალტერნატიულ ვარიანტზე შეუთანხმდა, თუმცა პარტიაში ამას არ ადასტურებენ. საპარლამენტო უმცირესობა უარყოფს, რომ სხვა პარტიებთან შეუთანხმებლად, მაჟორიტარული მანდატების შემცირებაზე უმრავლესობასთან საუბარი დამოუკიდებლად დაიწყო.

ოპოზიციური პარტიების წევრები აცხადებენ, რომ მმართველი გუნდის წინააღმდეგ საკუთარი საკითხების გასატანად, ერთიანობა აუცილებელია და პროპორციული საარჩევნო სისტემის ნაცვლად შეცვლილ მაჟორიტარულ სისტემაზე დათანხმება, გარიგების ტოლფასია, რაც საქართველოს სტაბილურ განვითარებას ხელს შეუშლის.

„ქართულ ოცნებაში“ კი, ოპოზიციისგან ალტერნატიულ გეგმებს ელოდებიან.  

დღეს საკუთარი გეგმა ოპოზიციამ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სახალხო დამცველსაც გააცნო.

ამავე თემაზე
დღის ამბები