17 მაისი 2024,   06:55
ვრცლად
ხვალ სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრა ოპოზიციასთან აღარ გაიმართება - ვენეციის კომისია

ვენეციის კომისია "კურიერს" უდასტურებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ხვალ სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრა ოპოზიციასთან აღარ გაიმართება. შეხვედრის გადადება ქართულმა მხარემ მოითხოვა. ვენეციის კომისიის მდივნის, თომას მარკერტის თქმით, შეხვედრის გადადების მიზეზი ქართული მხარის მიერ თბილისში მოლაპარაკებების გაგრძელებაა.

„შეხვედრა გადაიდო, რადგან ქართული მხარე თბილისში მოლაპარაკებას აგრძელებს. შეხვედრის ინიციატორები ჩვენ არ ვყოფილვართ. რაც შეეხება ჯანი ბუკიკოს დასწრების საკითხს, მისი ყოფნა ხვალინდელ შეხვედრაზე არ განიხილებოდა. უცნობია, როდის გაიმართება შემდეგი შეხვედრა. ეს დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე თბილისში. თუ პარტიები მოილაპარაკებენ და გადაწყვეტილებას მიიღებენ, შეუძლიათ სტრასბურგში ჩამოვიდნენ,“ - განაცხადა ვენეციის კომისიის მდივანმა, თომას მარკერტიმ.

პარალელურად, საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეხვედრა ჩაიშალა თბილისშიც. პოლიტიკური პარტიები პრეზიდენტს უნდა შეხვედროდნენ, თუმცა შეხვედრაზე უარი მმართველმა გუნდმა თქვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები