17 მაისი 2024,   06:32
ვრცლად
"სუს-ს არანაირი კავშირი სასჯელაღსრულებაში, ტენდერებთან მიმართებაში არ აქვს" - კახა კახიშვილის პასუხი "კურიერის" სკანდალურ დოკუმენტზე

„სუს-ს არანაირი კავშირი ტენდერებთან მიმართებაში, სასჯელაღსრულებაში, არ აქვს,“ - ასე აფასებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, კახა კახიშვილი „კურიერის“ მიერ მოპოვებული ახალი სკანდალური დოკუმენტის შინაარს. დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ სუს-ის უფროსის, ვახტანგ გომელაურის, ნათესავის კომპანიამ გამარტივებული წესით სასჯელაღსრილების უწყებისგან მილიონ-ნახევრის ანაზღაურება მიიღო.

„არანაირი მილიონ-ნახევრით ამ Baker-თან ხელშეკრულება არ დადებულა. ბეიკერთან იდება 3 თვეში ერთხელ ხელშეკრულება,“ - აცხადებს კახა კახიშვილი.

მინისტრი ამბობს, რომ Baker-თან პირდაპირი ხელშეკრულება არ დადებულა და კონტრაქტი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგად გაფორმდა.

„Baker-ს  პირდაპირი წესით ხელშეკრულება არ დადებია, გამოცხადდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ღია კონკურსი ფართის იჯარაზე,“ - აღნიშნა კახა კახიშვილმა.  

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კითხვაზე იყო თუ არა მისთვის ცნობილი, რომ ამ კომპანიის 50 პროცენტიანი წილის მფლობელი არის სუს-ის უფროსის ახლო ნათესავი, უარყოფს.

„საეჭვოა და ამიტომ, ხომ მივმართე პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება... არ ვნერვიულობ,“ - განაცხადა კახა კახიშვილმა.

სასჯელაღსრულების მინისტრი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ტენდერებში უსაფრთხოების სამსახური არ ერევა.

„მე სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ სუს-ს არანაირი კავშირი ტენდერებთან მიმართებაში, სასჯელაღსრულებაში, არ აქვს და ეს არის უბრალოდ პოლიტიკური აქცენტები,“ - აცხადებს კახა კახიშვილი. 

დღის ამბები