17 მაისი 2024,   10:04
ვრცლად
ქართველი და რუსი დეპუტატების შეხვედრა მოსკოვში - მხარეები ოკუპაციის ხაზის გადმოწევის გარდა, ყველაფერზე ისაუბრებენ

ქართველი და რუსი დეპუტატები რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში ერთმანეთს 11 ივლისს, 15:00 საათზე შეხვდებიან. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრები, ადა მარშანია, ნატო ჩხეიძე და გიორგი ლომია უკვე მოსკოვში იმყოფებიან.

ხვალ ისინი რუსეთის „კომუნისტურ“ პარტიასთან და ვლადიმირ პუტინის „ეძინაია რასიასთან“ მოლაპარაკებებს გამართავენ. შეხვედრა „დე-სე-თე“-ს საკითხთა კომიტეტში შედგება.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ კრემლთან პირდაპირი დიალოგი აუცილებელია.

ქართველი დეპუტატების მოსკოვში ვიზიტი, კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ლეონიდ კალაშნიკოვის ინიციტივით დაიგეგმა. კალაშნიკოვი აცხადებს, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ ამ მოლაპარაკებების მეორე მხარედ არჩევის მთავარი კრიტერიუმი პარტიის რუსეთის მიმართ განწყობა იყო. რუსი დეპუტატი აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე საოკუპაციო ხაზის გადმოწევის გარდა, ყველა საკითხზე ისაუბრებენ. კალაშნიკოვი ელოდება, რომ ხვალ პატრიოტთა ალიანსის წევრები მას საქართველოში ოფიციალური ვიზიტით დაპატიჟებენ და თავად მზად არის თბილისში მოლაპარაკებებზე ჩამოვიდეს.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“  წევრებს რუსეთში ვიზიტი, მმართველ პარტიასთან არ შეუთანხმებიათ.

უმცირესობაში კი აცხადებენ, რომ ხელისუფლებისა და ალიანსის პოზიცია, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, იდენტურია.

რაც შეეხება ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარეს, ნინო ბურჯანაძეს, ის ფიქრობს, რომ მსგავსი პირდაპირი დიალოგის რეჟიმში მმართველი გუნდიც უნდა გადავიდეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები